weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სამგორის გამგებელმა ერთ წელში 1 000 000 აშშ დოლარის ქონება შეიძინა

17:04 ოთხშაბათი, 07 მარტი 2018

ქალაქ თბილისის სამგორის რაიონის გამგებელმა დავით კერესელიძემ 2017 წელს თბილისსა და მცხეთაში, სოფელ საგურამოში მდებარე 6 უძრავი ნივთი შეიძინა, რომელთა საერთო ღირებულება 1 000 000 აშშ დოლარს აღემატება.

2018 წლის 17 თებერვალს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, დავით კერესელიძემ მხოლოდ ერთ წელიწადში 6 უძრავი ნივთი იყიდა: თბილისში, აგლაძის ქუჩის №37-ში მდებარე 2000 კვ.მ კომერციული დანიშნულების ფართი - 500 000 აშშ დოლარი (საკრედიტო დავალიანების გადმობარების გზით); თბილისში, აგლაძის ქუჩის №37-ში მდებარე 1472 კვ.მ მიწის ნაკვეთი - 250 000 ლარი; თბილისში, შანდორ პეტეფის ქუჩაზე მდებარე სამი მიწის ნაკვეთი (№28, №64, №66), - საერთო ღირებულება 390 000 ლარი; მცხეთაში, სოფელ საგურამოში მდებარე აგარაკი, - 250 000 აშშ დოლარი. 

დავით კერესელიძე სამგორის რაიონის გამგებლის თანამდებობაზე 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ დაინიშნა. 

თბილისის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ბიოგრაფიაში აღნიშნულია, რომ დავით კერესელიძე 2010-2016 წლებში ბიზნესით იყო დაკავებული საქართველოსა და უკრაინაში, თუმცა ქონებრივ დეკლარაციაში მეწარმეობიდან მიღებული შემოსავლები მითითებული არ არის. 

იმავე დეკლარაციის მიხედვით, დავით კერესელიძე სააქციო საზოგადოება „ელექტრონის“ აქციონერია და 1.42 აშშ დოლარის ნომინალის 200 000 აქციას ფლობს. სამგორის გამგებლის მეუღლე ნატალია ვასილჩენკო კი კომპანია DAKE GROUP-ის დირექტორია, საიდანაც მისი შემოსავალი 2017 წელს 300 000 ლარი იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]